fbpx

ქეთი დუმბაძე – მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველანი, ზღვარზე ვიყავთ და ჩვენს ღირსებას ძალიან მწარედ შეეხნენ, სწორედ მაშინ გაჩნდა „ქართული ოცნება“, იმიტომ აღმოვჩნდი მე ამ გუნდში

„ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო აუდიტორია და  ტრიბუნა ის არის, სადაც გურულები არიან და მე მათ წინაშე უნდა წარვდგე. სისხლით, ჯიშით და მოდგმით ვალდებული  და მადლიერი ვარ თქვენი და მე  ეს ბევრჯერ მითქვამს თქვენთვის’’ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ქეთი დუმბაძემ, ,,ქართული ოცნების’’ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის  წარდგენაზე.

ქეთი დუმბაძემ, მადლობა გადაუხადა გურულებს გვერდში დგომისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ არჩევნებშიც გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება”.

,,მადლობა, ჩემი ობოლი მამისთვის,  რომელიც  თქვენ გაზარდეთ. ხუთი წელი იცხოვრა გურიაში და მთელი ცხოვრება გურიაზე წერდა. თქვენი დამსახურებაა ნოდარ დუმბაძე.   ჰოდა, ამიტომ, ძალიან მიჭირს, ხოლმე თქვენთან საუბარი და ახლაც, მამას სიტყვებით გავბედავ  საუბრის დაწყებას – ადამიანმა, შეიძლებაო  ყველაფერს გაუძლოს, უპურობას, უფულობას,  უტანსაცმელობას, უფეხსაცმელობას, მაგრამ ღირსების შელახვას ვერასდროს გაუძლებსო და მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ზღვარზე ვიყავთ და ჩვენს ღირსებას ძალიან მწარედ შეეხნენ, სწორედ მაშინ გაჩნდა „ქართული ოცნება“,  იმიტომ აღმოვჩნდი მე ამ გუნდში,იმიტომ, რომ ღირსებაშელახულ ცხოვრებას სჯობს  საერთოდ არ იყო, ან უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ  ეს ყველაფერი გამოასწორო და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ არცერთი ადამიანის ღირსებას უდიერად არ მოეპყრო. 

ეს ის კუთხეა სადაც, ისევ  მამას სიტყვებით ვიტყვ – შუბლის ძარღვგაწყვეტილი ვერ მოხვალ. აქ ვერც ტყუილს იკადრებ.  ვერც ფუჭ პირობას  დადებ, რომლის შესრულებაც არ შეგიძლია და მე მართლაც, რვა წელიწადია ყველა არჩევნებზე ასე  დავდივარ. სულ ვღელავდი, რომ  ადამიანებს ისეთი რამე არ ვუთხრა, ისეთი პირობა არ მივცე, რომელიც მერე ვერ შესრულდება.  მაგრამ მე სულ ვიცოდი, რომ მე რომ ვთხოვდი აქ ვინმეს გურიაში,  რომ მიშველეთ ჩემს ახლობელს აი ეს სჭირდება, იმას რაღაცა გაუჭირდა,  იმას სახლი აქვს გადასახური და თავზე აწვიმს, ყოველთვის იყო თანადგომა.  შვიდჯერ მოვიგეთ არჩევნები და ახლა მერვე არჩევნებია. რა თქმა უნდა, მოვიგებთ. იმიტომ, რომ ეს გუნდი დადის სიმართლით, დადის კაცთმოყვარეობით. ჩვენ ეს არჩევნებიც უნდა მოვიგოთ“ – განაცხადა ქეთი დუმბაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია