fbpx

ქართულ ოცნებას გახარიასი ეშინია-გიორგი ხოჯევანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას გახარიასი ეშინია.

ხოჯევანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არასერიოზულ კინკლაობაში ჩათრევის მცდელობად აფასებს.

“ეს მათი მხრიდან არის მცდელობა ამ არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენი ჩათრევის. მე მათ მოვუწოდებდი, სიმშვიდით და ნერვიულობის გარეშე მიიღონ ის რეალობა, რაც ქართული საზოგადოების წინაშე იქნება გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით და ამას ჩვენი საზოგადოება მალე შეაფასებს არჩევნებზე. ასეთ არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ. პირველი რიგში იმიტომ, რომ ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა. საზოგადოებას უნდა საქმის გაკეთება, ამაზე საუბარი და არა მსგავს კინკლაობაზე კომენტარების კეთება. ამ კინკლაობაში შეთრევას ცდილობენ იმიტომ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აქცენტი იყოს არა საქმის კეთებაზე, არამედ, აბსურდულ კინკლაობაზე პასუხების გაცემაზე. რა თქმა უნდა, გახარიასი ეშინიათ, ამაზე კითხვა არავის აქვს”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება