fbpx

„ქართული ოცნების“ მთავრობამ შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართ- სენატორის კითხვას უპასუხა ჯორჯ კენტმა

“რამდენად არის სიმართლე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან იღებს“, – აღნიშნული კითხვით აშშ-ის სენატორმა ნიუ ჰემფშირის შტატიდან, სენატის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ჯორჯ კენტს მიმართა=სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი:  — „ვფიქრობ, თამამად შეიძლება შეფასდეს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობით, შემდეგ პარტიის თავმჯდომარეობით, რასაც მოჰყვა მის მიერ ამ თანამდებობის ფორმალურად დატოვება, შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართ. „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს. მათ კვლავ სურთ NATO-ს წევრობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნათელია — ეს არის არა მარტო ქართველთა მინიმუმ 3/4-ის არჩევანი, ის ასევე არის „ქართული ოცნების“ მთავრობების მუდმივი გზა, რომლის სათავეშიც, ფორმალურად, როგორც პარტიის თავმჯდომარე, თუ არაფორმალურად, როგორც პარტიის დამფუძნებელი, არის ბიძინა ივანიშვილი.

ვფიქრობ, როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ადრე თავდაცვის მინისტრი იყო და რომელთანაც ახლოს ვმუშაობდით, ეს ერთგულება საქართველოს გზისადმი და მათი სტრატეგიული მიზანი ნათელია. მიმაჩნია, რომ ეს მოსმენა ეხება იმას, თუ რამდენად ერთგულია საქართველო ღირებულებებისა, რომელიც ქვეყანას ამ გზაზე წაიყვანს. NATO არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ეს არის საზოგადოება ქვეყნებისა, რომლებიც იზიარებენ ღირებულებებს. ჩემი აზრით, ეს არის საბოლოო გამოცდა [საქართველოსთვის] და მიზეზი, თუ რატომაცაა თქვენ მიერ დანიშნული მოსმენა ასეთ მნიშვნელოვანი თემაზე საქართველოს მომავლისთვის“.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია