„ქართული ოცნება“ რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს. ზესტაფონში, თერჯოლასა და ტყიბულში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
• „ქართული ოცნების“ ზესტაფონის ორგანიზაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი უხელმძღვანელებს;
• თერჯოლის ორგანიზაციას – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე;
• ტყიბულის ორგანიზაციას – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.
იმერეთის მხარეში პარტიული კონფერენციები 25 და 26 ოქტომბერსაც ჩატარდება. ხვალ კონფერენციები სამტრედიაში, ხონსა და წყალტუბოში გაიმართება.