fbpx

“ქართული ოცნების” დეპუტატი: სკოლაში მეგრული და სვანური ენების შემოტანა,ეს არის დამანგრეველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის

“მე მგონია, რომ ეს არის დამანგრეველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია მენაღარიშვილმა “მეტრონომთან” საუბარში განაცხადა სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წამოაყენა.

მენაღარიშვილის შეფასებით, რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე, ეს ინიციატივა მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია.

“საერთოდ მგონია, რომ დამღუპველია, ქართულ სკოლებში ისწავლებოდეს ეს ენები. ძალიან ხშირად ეშლებათ, დიალექტი ჰქონიათ, მაგრამ ეს არის ენები, კი ბატონო, ქართველური ენები, მაგრამ სკოლებში ამის სწავლება პირადად მე აბსოლუტურად გამორიცხული მგონია. ძალიან კრიტიკული და პრინციპული ვარ ამ თემასთან დაკავშირებით. მგონია, რომ ლაზურიც, სვანურიც, მეგრულიც უნდა იყოს ენათმეცნიერების ინსტიტუტების კვლევით ცენტრებში; უნდა მოხდეს ამის შესწავლა – ვისაც სურვილი აქვს, უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, მაგრამ ის, რომ სკოლაში შემოიტანო ეს ორი ენა, მე მგონია, რომ ეს არის დამანგრეველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან ისედაც რთული ვითარება გვაქვს რეგიონში, ქვეყანაშიც. ძალიან დაძაბული სიტუაცია გვქვს, როდის რა იქნება ჩვენ თვითონაც არ ვიცით, ასე რომ, ამ თემის განხილვაც კი დანაშუალი მგონია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა”, – ამბობს მენაღარიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია