fbpx

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე

მთავრობამ, ამ ყველაფერს დიდი პიარი არ სჭირდება, მაგრამ პირველად ისტორიაში, მაგალითად, ჩვენმა სპორტსმენებმა როგორ გვასახელეს, ამის ართქმა არ შეიძლება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. პირველად ისტორიაში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. პირველად ისტორიაში და ეს განვითარების და წინსვლის გარეშე შეუძლებელია, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. პირველად ისტორიაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 6 ერის გუნდებთან გაიმარჯვა და ბოლოს, განსაკუთრებული სიხარული რამაც მოგვანიჭა: პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და მივულოცოთ და მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ გმირ ბიჭს, რომელმაც ეს სიხარული გვარგუნა.

მე მივესალმები კიდევ ერთხელ იმ უდიდეს რაოდენობას და აქ რაოდენობაზე არ არის, ეს არ არის მთლად სწორი სიტყვა – იმ ადამიანებს, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დარჩენილა დღეს საქართველოში არც ერთი ოჯახი, რომლის თითოეული წარმომადგენელი აქ არ იყოს: ყველა კუთხის, ყველა სოფლის, ყველა ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება