fbpx

ქართველი მშვიდობისმყოფელები გერმანიაში გაემგზავრნენ

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნითი მომზადების
მიზნით გერმანიაში გაემგზავრნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში
ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის“ მოსამზადებლად გერმანიაში
გაემგზავრა. ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების
აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ ალექსეევკას სამხედრო
აეროდრომიდან გააცილა.
მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში, ბაზა „შვარცენბორნზე”
ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნით მომზადებას პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებში 5
თვის განმავლობაში გაივლიან. გერმანელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ქართული
ქვედანაყოფი როგორც ოცეულის, ასევე ასეულის დონეზე, კომბინირებულ და სიტუაციურ
სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი მშვიდობისმყოფელები სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 7
თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართული ქვედანაყოფი როტაციის წესით მე-3 ბრიგადის
ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების საკითხები და
ოპერაციის რაიონის პატრულირება იქნება.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია