fbpx

ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორია-დავით ზალკანიანი

საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალური ქსელის “ტვიტერის” საშუალებით ისრაელის ელჩის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ზალკანიანი თავის მიმართვაში დასძენს, ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში.

„ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი. ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში. ქართველი და ებრაელი ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა“, – წერს დავით ზალკალიანი ,,ტვიტერის” გვერდზე და ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებას აზიარებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება