ქართველიშვილი: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ კაპიტალს ფლობენ რუსეთში, პარალელურად სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე დაასანქცირეს – ამიტომ – ცეცხლი ოლიგარქიას!!!

დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი “სამართალი” თუ გინდათ შიშველი ნახოთ – გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, უსმანოვი და ფრიდმანი, რომლებიც არათუ რუსულ გავლენებს ატარებენ, არამედ პირდაპირ მთელ თავის კაპიტალს ფლობენ რუსეთში,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი ფაქტების გარეშე, არარსებული “რუსული გავლენების ლობირების” გამო დაასანქცირეს. ის თვლის, რომ დასავლური ოლიგარქიული სისტემა უნდა დაინგრეს.

„დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი “სამართალი” თუ გინდათ შიშველი ნახოთ – გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, უსმანოვი და ფრიდმანი, რომლებიც არათუ რუსულ გავლენებს ატარებენ, არამედ პირდაპირ მთელ თავის კაპიტალს ფლობენ რუსეთში, ამის პარალელურად სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, არარსებული “რუსული გავლენების ლობირების” გამო დაასანქცირეს. ამიტომ – ცეცხლი ოლიგარქიას!!! აყროლებული დასავლური ოლიგარქიული სისტემა უნდა დაინგრეს!!!“- წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება