fbpx

ქალბატონი ნათია ნაციონალების დროს აგრესიული პროკურორი იყო და სწორედ მისი მეცადინეობით შეითითხნა საქმე ბატონი შოთა მაისურაძისა და გია შერაძის მიმართ-მერაბ ადეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის დროს რეპრესირებული ,ყოფილი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი მერაბ ადეიშვილი ნათია მეზვრიშვილზე წერს-

არ მიყვარს ამ პოლიტიკურ ფარისევლობაში და სიბინძურეში ჩართვა,მაგრამ ეტყობა მართლა არასოდეს დამთავრდება ეს ცინიზმი და ხალხის გაბითურება.სიმართლეზე ლაპარაკობენ და ტყუილებში ცურავენ. დღეს გახარიამ ყრილობაზე თავისი პარტიის ერთ-ერთ “ვარსკვლავად”და წამყვან სახედ ნათია მეზვრიშვილი წარადგინა,რომელიც,გახარიას სიტყვებით “წარმატებული იურისტია და მისი ხელმძღვანელობით მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა სფეროში თურმე არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გაკეთებულა”.

ხოდა ერთი,ალბათ მრავალი “წარმატებული”საქმიდან ასეთი იყო.ქალბატონი ნათია ნაციონალების დროს საკმაოდ აგრესიული პროკურორი იყო და სწორედ მისი მეცადინეობით შეითითხნა საქმე ენერგეტიკაში ბატონი შოთა მაისურაძისა და გია შერაძის მიმართ.აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდებით ორივეს პატიმრობა მიუსაჯეს.ბატონი შოთა მაისურაძე,ენერგეტიკის სფეროში ეს უაღრესად დამსახურებული,70-ს გადაცილებული კაცი ამ მოვლენებს შეეწირა და გარდაიცვალა,ხოლო გია შერაძეს,რომელიც ჩემი ახლობელია კარგად ვიცი ჯანმრთელობის რა ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი.მთელი ირონია,კი იმაში მდგომარეობს,რომ სასამართლომ ერთი წლის წინ გააუქმა წინა განაჩენი და ბრალდებულები გაამართლა.

ეხლა ვეკითხები სამართლიანობის აღმდგენ ქართულ ოცნებას -პროკურორს, რომელმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინა უნდა ეგო პასუხი თუ არა.საერთოდ მითხარით ერთი საქმე მაინც,როდესაც გამომძიებლებმა და პროკურორებმა მსგავს ბნელ საქმეებზე,რომლებმაც არაერთი ადამიანის ბედი და სიცოცხლე შეიწირა,პასუხი აგეს.პირიქით,აგერ ერთ-ერთი მათგანი დღეს წარმატებულ იურისტად წარმოგვიდგინეს,რომელმაც უნდა ააშენოს თურმე სამართლებლივი სახელმწიფო.

სიმართლე ვილაპარაკოთო ბატონი გახარია ამბობს,სიმართლე კი ეს არის….სხვათა შორის გახარიასეული სიმართლის ერთგვარი სიმბოლოა პარტიის ემბლემაზე გამოსახული წერილიც…ფოსტის ემბლემას ჰგავსო,ფოსტის ემბლემას არ ვიცი,მაგრამ ფოსტალიონის როლი კი”წარმატებით”შეასრულა ანაკლიის პროექტის ჩასაძირად!…

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია