ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან ერთად, ქალაქ ბოლნისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთზე, ქვაფენილის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება 1100 კვადრატული მეტრი გზა. გარდა ამისა, მოეწყობა გარე განათების ქსელი.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 270 000 ლარს შეადგენს.