fbpx

ქალაქ ბოლნისში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩა კონკურსში „სუფთა
რეგიონი 2021“ ყველაზე სუფთა, ლამაზ ქუჩად დასახელდა

ქალაქ ბოლნისში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩა კონკურსში „სუფთა
რეგიონი 2021“ ყველაზე სუფთა, ლამაზ ქუჩად დასახელდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით
გამოცხადებულ კონკურში „სუფთა რეგიონი 2021“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთ-
ერთ გამარჯვებულად დასახელდა.
ნომინაციაში „სუფთა, ლამაზი ქუჩა“ გამარჯვება ქალაქ ბოლნისში მდებარე მერაბ
კოსტავას სახელობის ქუჩამ მოიპოვა.
სპეციალური ჯილდო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს
თბილისის საკრებულოს შენობაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა.
„მოხარული ვარ, რომ ყოფილი კატერინენფელდის ცენტრალურ ნაწილში მდებარე
მერაბ კოსტავას სახელობის ისტორიული ქუჩა კონკურში „სუფთა რეგიონი 2021“
ყველაზე სუფთა, ლამაზ ქუჩად დასახელდა. ამ ჯილდოსთვის მსურს, კონკურსის
ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადავუხადო. ადგილობრივი თვითმმართველობა
ცდილობს ქალაქ ბოლნისში მოწესრიგებული, სუფთა გარემო შექმნას და ქალაქის
იერსახეზე იზრუნოს, ამ მიმართულებით კი ჩვენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით
არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა და ინფრატსრუქტურული პროექტი გვაქვს
დაგეგმილი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება