fbpx

ფლორიდაში ტრამპის სახლში ჩხრეკვაზე FBI-ი შევიდა

“ეს ბნელი დროა ჩვენი ერისთვის. ჩემი ლამაზი სახლი, მარ-ა-ლაგო პალმ ბიჩში, ფლორიდაში, ახლა ალყაშია FBI-ს აგენტების დიდი ჯგუფის მიერ”, – თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ჩხრეკის დროს FBI-ის აგენტებმა მისი სეიფი გატეხეს. “ეს არის სამართალდამცავი ორგანოების არასწორი ქცევა და ულტრამემარცხენე დემოკრატებზე თავდასხმა, მათ სასოწარკვეთილად არ სურთ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყო”, – თქვა მან.

FBI-მ უარი თქვა პასუხის გაცემაზე, ჩატარდა თუ არა ჩხრეკა ყოფილი პრეზიდენტის სახლში და კომენტარი არ გაუკეთებია ჩხრეკის შესაძლო მიზეზებზე. თუმცა, ამერიკული მედია, გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასამართლოს მიერ სანქცირებული ჩხრეკის მიზეზი შეიძლება იყოს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ტრამპმა თან წაიღო, როცა თეთრი სახლი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უნდა გადაეცა ეროვნული არქივისთვის.

თებერვალში ეროვნულმა არქივმა დაადასტურა, რომ ტრამპის მარ-ა-ლაგოს სახლიდან დოკუმენტების 15 ყუთი ამოიღო. მათ შორის იყო ტრამპის ოფიციალური მიმოწერა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინთან, ასევე ოვალურ კაბინეტში ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას მიერ დატოვებული წერილი.

კანონის თანახმად, პრეზიდენტის ჩანაწერები ეროვნულ არქივს უნდა გადაეცეს. დოკუმენტების ყუთების დაბრუნებამ გააჩინა კითხვები ტრამპის მიერ საპრეზიდენტო ჩანაწერების აქტთან შესაბამისობაში. ამის შემდეგ ეროვნულმა არქივმა იუსტიციის დეპარტამენტს ექსპრეზიდენტის ქმედებებზე გამოძიების დაწყება მოსთხოვა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება