fbpx

ფიშერების ინტერესი საქართველოს მომხმარებლების მიმართ მკვეთრად შემცირდა

2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მომხმარებლების 2,84%  დაექვემდებარა ფიშინგურ შეტევებს, სომხეთში –  2.80% და აზერბაიჯანში -3,7%. მაშინ როცა, 2020 წლის აპრილ -ივნისში, საქართველოს  მომხმარებლების 7,88% დაექვემდებარა ფიშინგს, ხოლო სომხეთში ეს მაჩვენებელი იყო 6,50%, ხოლო აზერბაიჯანში – 6,35%.ამის შესახებ  მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემები, რომლის მიხედვითაც  2021 წლის აპრილ-ივნისში  მსოფლიოში ფიშერები ყველაზე მეტად თავს დაესხნენ   მომხმარებლებს ბრაზილიაში (6,67%), ისრაელში (6,55%) და საფრანგეთში (6,46%).2021 წლის მეორე კვარტალში კომპანიის ფიშინგსაწინააღმდეგო   სისტემამ გამოავლინა და დაბლოკა ფიშინგურ ბმულებზე დაწკაპუნების 50 398 193 მცდელობა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 106 337 531.

ფიშერებს შორის აპრილ-ივნისში ყველაზე პოპულარული კატეგორიების ჩამონათვალის წინა ადგილებს იკავებდნენ   მესინჯერები (6,27%), სოციალური ქსელები (7,26%), ფინანსური მომსახურება (2,09%) და IT კომპანიები (1,68%).

ექსპერტების აზრით, კიბერდამნაშავეები  სპეციალურად ქმნიან ფიშინგურ  ვებსაიტებს “მომგებიანი შეთავაზებებით”, რათა მომხმარებლები გადავიდნენ იქ, ისინიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე  აწვდიან ამ საიტებს მათ პირად მონაცემებს  (ელ.ფოსტის ლოგინებს და პაროლებს, ტელეფონის ნომრებს), საბანკო ბარათის დეტალებსაც კი. ყოველივე ეს  კიბერდამნაშავეებს  პირდაპირ გზას უხსნის პერსონალურ და კორპორატულ მომხმარებელს საბანკო ანგარიშებისა და აკაუნტებისაკენ.  ამიტომ, მომხმარებლები უნდა იყვნენ ფხიზლად, არ უპასუხონ საეჭვო შემოთავაზებებს და თავი აარიდონ  ყალბ ბმულებს  ელ.ფოსტაში, სოციალურ ქსელებში, მყისიერ მესინჯერებში, არ მიაწოდონ პირადი მონაცემები უცხო პირებს.  გაითვალისწინეთ, რომ ფიშინგურ  საიტებზე გადასვლას  ხელს უშლის ანტივირუსზე ჩართული სისტემა „ანტიფიშინგი“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია