fbpx

ფაქტია, რომ ეს პარლამენტი სამართლებრივად შედგა-პაატა დავითაია

პაატა დავითაია ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სურს ერთპარტიულად დაბრუნება ხელისუფლებაში.

– საპარლამენტო სიის ფორმირებისასაც ასე ერთპიროვნულად მიიღეს გადაწყვეტილება?

– კი, ასე იყო. მე ყოველთვის ვიყავი მომხრე ფართო გაერთიანების, იმიტომ, რომ ეს არის ხალხის დაკვეთა, ამომრჩევლის მოთხოვნა და არა ბუტაფორიული და ტექნიკური გაერთიანება, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავდა. ამიტომ შედეგიც დადგა ის, რაც დადგა. თუ ასე ცალკე მოთამაშედ დარჩებიან ოპოზიციურ მოედანზე, ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც ახლა და არაფერი არ შეიცვლება.

– დღეს საით მიდის პროცესი?

– ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული პროცესი არ მიდის. მორჩა არჩევნები და რაც ხდება, ამას ყველა ხედავთ. ვინც რა არ უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტია, რომ ეს პარლამენტი სამართლებრივად შედგა. აქედან გამომდინარე, საკითხი დგას ძალიან მარტივად, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები, შესწევს თუ არა იმის ძალა ოპოზიციას, რომ შეცვალოს ხელისუფლება?!

– თქვენ როგორ ფიქრობთ, შესწევს დღეს ამის უნარი ოპოზიციას?

– მე ამ ეტაპზე რასაც ვხედავ, ჯერ ამ თემასთან ახლოსაც არა ვართ.წყარო გაზეთი ,,ახალი თაობა,,

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია