fbpx

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს 15:00 საათიდან შეეძლებათ, ვაქცინაცია კი 16 ივლისიდან დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია. „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

„ფაიზერმა“ ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინური ვაქცინებით „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება