fbpx

,,ფაიზერით” ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ერთიან პორტოლზე რეგისტრაცია “ფაიზერის” ვაქცნაციის მსურველთა 9 ათასმა ადამიანმა გაიარა.

Admixer

როგორც გამყრელიზე აცხადებს, “ფაიზერით” ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება.

„გუშინ ინტენსიურად ჩაეწერნენ როგორც 65 წელს ზემოთ, ისე ჩემი კოლეგები და მოლოდინის რიგში მომავალი 2 კვირის განმავლობაში არის 11 273 ადამიანი, ვინც არის დარეგისტრირებული ერთიან პორტოლზე, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში აიცრას. „ფაიზერი“ საკმარისი იქნება 14 ათასი ადამიანისთვის. დღევანდელი მონაცამებით, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანი არის რიგში „ასტრაზენეკაზე“ და 9000 ადამიანი არის რიგში „ფაიზერზე“, რომლით ვაქცინაციაც სამშაბათიდან დაიწყება,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

25 მარტს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან  მიიღო

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვის იყო გათვლილი. თუმცა დაბალი ჩართულობის გამო ჯანდაცვის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. ხოლო, აპრილიდან ვაქცინაზე საყოველთაო იქნება და მსურველების რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე  დაიწყება.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია