fbpx

უხვი ნალექის გამო დაბა თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს

⛈️ დღეს, საღამოს მოსულმა ინტენსიურმა წვიმამ პრობლემები შექმნა თიანეთის მუნიციპალიტეტში.

სტიქიის ზონაში იმყოფება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.

🚜 სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველადი გადაუდებელი სამუშაოები.

“ინტენსიური წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე საჭურემ კალაპოტი შეიცვალა და დაბა თიანეთში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დატბორა.

პრობლემებია ასევე სოფელ თეთრახევასა და დაბა თიანეთის ქვემო უბანში, სადაც სანიაღვრე არხებმა ვეღარ უზრუნველყო მოვარდნილი ღვარცოფის გატარება და მიმდებარედ ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოტეხა დაბა თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკში, ასევე რუსთაველის ქუჩაზე, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა, შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რათა უამინდობის გამო შექმნილი პრობლემები ოპერატიულად აღმოიფხვრას.”- განაცხადა ლევან წიკლაურმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება