ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს
მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N153 დადგენილების და შემოსავლების
სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს,
გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების
განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის
სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. გაწეული
მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით
განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება/გაზრდა არ მოხდება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე
დღეებში (3-6 და 9 მაისს) საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ
ერთეულებში მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური
გაორმაგდება/გაიზრდება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96
დადგენილების შესაბამისად.
2024 წლის 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით
არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.
გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული)
სარგებლობისას.
ამასთან, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00
საათიდან – 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო
საკონსულტაციო ცენტრს – 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან
მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected].