fbpx

რამდენჯერ გადაბრუნდა ურემი, გზა კი დღემდე არა და ვერ ჩანს-რაია ჯანხოთელი

რაია ჯანხოთელი-

“უნდა გამოვნახოთ საერთო ეროვნული იდეა რომელიც გაგვაერთიანებს. ეს არის ის რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას”-ირაკლი ღარიბაშვილი

ჭკვიანი, გონიერი და გამჭრიახია ჩვენი პრემიერი ყველაზე კარგად იცის (ჩვენზე მეტად), რომ ეროვნული იდეები შორსაა ამ კასტისგან, მაგრამ მისთვის, სახელმწიფო მოღვაწის უმთავრესი მისია ხომ ქვეყნის მთავარი საკეთებელიაარადა, ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადაბრუნდა ურემი-გზა კი დღემდე არა და ვერ ჩანს! სახეზე გვაქვს დამთავრებულ დელიქტი-პირად ამბიციებს, რომ გადააყოლეს ქვეყანა და ბევრი მათგანი ათეული წლებია სვავებივით ჯიჯგნიან, ძირს უთხრიან, ნაკუწ-ნაკუწ გლეჯენ და ანადგურებენ მას…აღარ გვინდა კიდევ ერთხელ ურმის გადაბრუნება. განვითარებული პროცესების და უკიდურესად რთული მოვლენების ფონზე, დიახ, უნდა გამოინახოს გზა, რომელითაც შესაძლებელი გახდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების და იდეების განმტკიცება და არა ამ კრიმინალებთან გაერთიანება! …ვისთვისაც ქვეყნის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას ამ საკეთებელში, ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს და ჩვენი ქვეყნის ბედი ( დღევანდელი და ხვალინდელი) აფიქრებს, მიხვდება, რომ არსებულ მოცემულობაში, კომპრომისზე დაფუძვნებული ნებისმიერი სახელმწიფო გადაწყვეტილება იქნება საჭირო და მართებული…!(რა თქმა უნდა-ძნელად მისაღებიც)….მაგრამ, ესეც გაივლის🙏ერთი კი ცალსახაა, რომ დღევანდელი დიალოგის შემდგომ რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ნებისმერი შემთხვევაში, ავაზაკთა ბანდამ (ოპოზიციას ვერ ვუწოდებ) განიცადა სრული კრახი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება