fbpx

უნდა არსებობდეს რეგულაცია, რომლითაც განისაზღვრება, ვინ არის ჟურნალისტი-კახა კახიშვილი

ისნის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს რეგულაცია, რომლითაც განისაზღვრება, ვინ არის ჟურნალისტი.

whatsapp sharing button

ამის შესახებ კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც აბსოლუტურად კავშირში არ არის სიმართლესთან.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმი არ არსებობს.

„მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მედიასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, რომელიც გულწრფელად მუშაობს, რათა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენდამი კრიტიკულია და ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს, პასუხებს მოითხოვდეს, მაგრამ ამავდროულად ყველაფერს სჭირდება რეგულაცია. ბოლო პერიოდში ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმი არ არსებობს. რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც აბსოლუტურად კავშირში არ არის სიმართლესთან. უკვე ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები. მინდა, კითხვა დავუსვა თავად ჟურნალისტებსა და საზოგადოებასაც, რომ გახდე იურისტი, რა არის საჭირო? საჭიროა, დაამთავრო უნივერსიტეტი, ჩააბარო გამოცდები, მიმართულება აირჩიო, მერე კიდე გამოცდები ჩააბარო და გახდები კონკრეტულად იურისტი, სამართალმცოდნე. თუ გინდა გახდე მასწავლებელი, უნდა დაამთავრო რაღაც სასწავლებელი და წელიწადში ერთხელ თუ სამჯერ გამოცდებს აბარებ, რომ იყო მასწავლებელი. დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი, ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია ვინ არის ჟურნალისტი? რა არის ჟურნალისტი? ის არის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს, თუ ადამიანი, რომელიც უბრალოდ იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სამ სტატუსს დაწერს. მე ორი წელი ვმუშაობდი „პალიტრაში“ გადაცემა მიმყავდა, რაღაც სტატუსებს მეც ვწერდი და ბლოგიც მიმყავდა „კვირის პალიტრაში“, შესაბამისად, შეიძლება ჩავითვლოთ, რომ მეც ჟურნალისტი ვარ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება