fbpx

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინიდან გასვლის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინიდან გასვლის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Censor.net-ი  ავრცელებს

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ბაზაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვება არ ფიქსირდება.

როგორც უკრაინული გამოცემა აღნიშნავს, ოდესის პორტში ბორანების შემოწმება ძალიან მკაცრად ხორციელდება, ხოლო მანქანები სკანირებაზე გადაჰყავთ.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოდესის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამმართველოს ხელმძღვანელი გამოძიების ჩატარების პერიოდში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადებით ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება