fbpx

უკვე რამდენიმე წელია ჩვენ ვიმყოფებით ბულინგისა და მედია დეზინფორმაციის კამპანიის ქვეშ, როდესაც თეთრზე იძახიან, რომ შავია

უკვე რამდენიმე წელია ჩვენ ვიმყოფებით ბულინგისა და მედია დეზინფორმაციის კამპანიის ქვეშ, როდესაც თეთრზე იძახიან, რომ შავია და სამწუხაროდ, ამას ისე ლამაზად ფუთავენ, რომ ადამიანი, რომელიც ბოლომდე არ არის გათვითცნობიერებული პოლიტიკაში და სოციალურად უჭირს, მოდით, ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრს უჭირს – უკვე გაღიზიანებულია და ყველაფრის სჯერა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ვიღაცას როცა უჭირს და სახლში პურის ფული არ აქვს, ის უკვე იმდენად გაღიზიანებულია ხელისუფლებისგან, რომ ნებისმიერ ნეგატივს სიამოვნებით იღებს. მე სპეციალურად ვუყურებდი სათაურებს, რა სათაურებით გავიდა „ნიუსები“ სხვადასხვა სააგენტოზე – არც ერთ სათაურში არ იყო თუნდაც გამოტანილი საფრანგეთის პრეზიდენტის ფრაზა, სადაც მან განაცხადა, რომ ჩვენ უკრაინას სტატუსს იმიტომ ვაძლევთ, რომ ვალში ვართ. აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რატომ აძლევენ. ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებდით. უკრაინასა და მოლდოვას ურთულესი მდგომარეობა აქვთ. ჩვენც გვქონდა ბევრჯერ, მაგრამ ამავდროულად ისეთი ტიპის ლობისტები, როგორებიც მათ ჰყავთ ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენ არ გვყავს“, – აღნიშნა კახიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია