fbpx

„ტვ პირველი“ თავდაცვის უწყებაში წარმატებული რეფორმების წინააღმდეგ განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას

თავდაცვის სამინისტროს განცხადება-ტელეკომპანია „ტვ პირველი“ თავდაცვის უწყებაში წარმატებული რეფორმების წინააღმდეგ განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას. ამჯერად ტელეკომპანია მიზანმიმართულად ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს თავდაცვის ძალები იმპორტირებული კარტოფილით მარაგდება და თითქოს სახელმწიფო არ უწყობს ხელს ადგილობრივი პროდუქციის რეალიზებას.საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის ძალები, ტენდერში გამარჯვებული მომწოდებელი შპს. “ჯიეფ” კომპანი-ის მხრიდან სრულად მარაგდება ქართული კარტოფილით. ზოგადად თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს ჯარის ხარისხიანი, ადგილობრივი წარმოების პროდუქციით მომარაგების კუთხით, მათ შორის ქართული წარმოების საქონლისა და ღორის ხორცით მომარაგებაც სწორად ამ პოლიტიკის ნაწილია. სამწუხაროა, რომ მოცემული ტელეკომპანია არ ცდილობს ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფას და არ ახდენს მის გადამოწმებას უწყებასთან, რითაც ზიანს აყენებს საკუთარ და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის რეპუტაციას.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია