fbpx

ტვ ,,პირველის,,ცრუ ინფორმაციის გამო ბებია გარდაიცვალა-ფარნა მახოხაშვილი

ფარნა მახოხაშვილი სოციალურ ქსელში წერს-ტვ პირველმა ჩემს მიმართ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, ვითომ მე ჩავამტვრიე ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფანჯრები გორში. რაც აბსოლიტური ტყუილია. ამ მატყუარა ტელევიზიების ყურებისას ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რასაც არასდროს ვაპატიებ მატყუარა, მოძალადეებს. ტვ პირველმა ეს ტყუილი გაავრცელა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძესთან მაქვს გადაღებული ფოტო, რაც გაავრცელა კიდეც ისე, რომ არც კი მკითხა ტვ პირველმა ჩემი პირადი ფოტოების გავრცელებაზე თანხმობა. მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მათმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა ტერორმა? აუცილებლად ვაგებინებ პასუხს სასამართლოს გზით ამ მავნებლებს ჩემი შეურაცხყოფისთვის და რაც მთავარია ბებიის გამო, რომელსაც მათმა ტერორმა და ტყუილმა სიცოცხლე წაართვა!

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია