fbpx

ტელევიზია გინებამ და გაუგონარ სიბილწემ წალეკა! იფიქრებ, ამ ხროვას ქართველობის არაფერი აცხიაო-რობერტ სტურუა

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა საქართველოს გამყიდველებს აფრთხილებს:

“რამდენი მტერი ჰყოლია საქართველოს – და, ვაი რომ, ეს მტრები ძირითადათ ქართველები არიან!
მოიგონეს პარტიების სულელური სახელები: გირჩიო, ლელოო, ევროპელიო და ნაზიკოებიო! და:
“მხოლოდ ჩვენ ვიცითო საით წავიყვანოთ ერიო!”
სინამდვილეში კი ხალხის, ქვეყნის ფულის წართმევაზე ოცნებობენ!
დიდი ბელადი, როცა უნდა უკრაინის მოქალაქედ რომ გვევლინება, 9 წლის პრეზიდეტობის დროს მილიარდებს დაეუფლა!
მეორე – ანტისემიტი, ქართველებს ფული აართვა და არხეინად პარიზში ნებივრობს!
ფრანგების ღორებს შავი ჭირი ვერ შეჰყარა – შეეშინდა!..
თვალდახუჭულმა ბელადის მოადგილემ თავისი “ჯანჯუხათი” თვალები ვერ გაახილა და ქურდბაცაცობის და ისტერიის ჭაობში იძირება!
ნაყარ-ნუყარი გოგო-ბიჭიკოები, პატარა ტურებივით რომ წკავწკავებენ და ნაქურდბაცაცს იყოფენ, მელე სხვას მიეცემიან!

ტელევიზია გინებამ და გაუგონარ სიბილწემ წალეკა!
იფიქრებ, ამ ხროვას ქართველობის არაფერი აცხიაო, არც სულიერი (ამ სიტყვის ხსენებაზე სიცილის ბნედვა ემართებათ!) და არც გენეტიკური!
საიდან მობრძანდნენ?
იქედან!
ფრთხილად იყავით, საქართველოს გამყიდველებო!
იუდამ ქრისტე გაყიდა, თქვენც მისი ბედი არ აგცდებათ!
ხის ტოტი, თოკი და კისერი!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება