fbpx

ტაქსისტმა ვერც კი გაიხსენა, ვინ არის ნონა მამულაშვილი, რატომ დახტის ხოლმე პარლამენტში მაგიდაზე-გელა ზედელაშვილი

გელა ზედელაშვილი : რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ ფული, დრო და ნერვები არაფერში? რატომ უნდა სდიონ ძალოვნებმა დღე და ღამე არაფერს? ,,ჯერ ხატია დეკანოიძე იყო ატეხილი, მე ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტი ვარ, ძალოვანი უწყებები დამდევენ, მითვალთვალებენ და მისმენენო. დეკანოიძემ სკანდალი ვერ ააგორა – ყურადღება არ მიაქციეს, არავინ დაუჯერა და იძულებული შეიქნა, ეს მეთოდი უარეყო. არ ვიცი, შეიძლება არც უარყო და უბრალოდ ესტაფეტა სხვას გადაულოცა!’’- ასე ეხმიანება ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომ თითქოს მას უთვალთვალებენ. როგორც ზედელაშვილი წერს, რატომ უნდა დაიხარჯოს რესურსი იმ ადამიანების თვალთვალზე, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ. ,,ატეხილები! ჯერ ხატია დეკანოიძე იყო ატეხილი, მე ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტი ვარ, ძალოვანი უწყებები დამდევენ, მითვალთვალებენ და მისმენენო. დეკანოიძემ სკანდალი ვერ ააგორა – ყურადღება არ მიაქციეს, არავინ დაუჯერა და იძულებული შეიქნა, ეს მეთოდი უარეყო. არ ვიცი, შეიძლება არც უარყო და უბრალოდ ესტაფეტა სხვას გადაულოცა! ახლა ეს ატყდა, ვინმე ნონა მამულაშვილი, რომელსაც საქართველოს პარლამენტში რა უნდა, არავინ იცის! ისაო… ამათ, ძალოვნებს ფსბ-ეს აგენტებისთვის სად სცალიათ, როცა დღეცა და ღამეც მე მყარაულობენო?! თანაც არ დაიბნა, მოთვალთვალეს სურათები გადაუღო და ეგრევე ,,ამხილა”! არც ამას გამოუვიდა საკითხის გასკანდალება, ესეც ჩაფლავდა – თურმე, ვინც ამას დასდევდა, უთვალთვალებდა და უსმენდა, ერთი ჩვეულებრივი ტაქსისტი ყოფილა! რომა ნაჭყებია იძახის, ვტაქსაობ, ხან კლიენტს ველოდები, ხან ამხანაგს, ხან ნაცნობს, ხან უცნობს, ბოლო-ბოლო, ვისი რა საქმეა, სად გავჩერდები და ვის დავურეკავო?! მე მგონი, ელემენტარულია! რომ გდიონ, გითვალთვალონ და გისმინონ, აზრი უნდა ჰქონდეს. დავუშვათ, გდიეს, გითვალთვალეს და გისმინეს – მერე? არც არაფერი! ამოცანაც გვეკითხება და ბარემ აქვე ვუპასუხოთ: რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ ფული, დრო და ნერვები არაფერში? რატომ უნდა სდიონ ძალოვნებმა დღე და ღამე არაფერს? ეს ამათა სჭირთ მანია გრანდიოზა, თორემ ტაქსისტმა ვერც კი გაიხსენა, არც კი გაუგია, ვინ არის ნონა მამულაშვილი, რატომ დახტის ხოლმე პარლამენტში მაგიდაზე და რატომ იწევს სტუდიებში ადამიანებზე,’’- წერს გელა ზედელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება