fbpx

სურათებით დადგომაში მე პრობლემას ვერ ვხედავ,თუმცა ეს მაგიდაზე ახტომები და ჩამოხტომები…ვახტანგ გომელაური

ინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის მზად იყო პარლამენტში, დეპუტატების კითხვებისთვის პასუხები გაეცა, თუმცა, განვითარებული მოვლენები, მისი თქმით, ცირკს დაემსგავსა.

გომელაურმა აღნიშნა, რომ სხდომის დატოვების გადაწყვეტილება თავად არ მიუღია და პროცესი პარლამენტის თავმჯდომარემ შეაჩერა.

“როცა პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით გიბარებენ, როცა მინისტრი ხარ, ვალდებული ხარ მიბრძანდე და მოხსენება გააკეთო. ასევე, კითხვებზე პასუხები გასცე, მწვავე იქნება თუ არა.  

მე, რა თქმა უნდა, მივედი, ჩემი მოვალეობა შევასრულე, მაგრამ იქ რაც მოხდა, სამწუხაროდ, ალბათ ცირკს თუ დაარქმევდით, მე ასეთი რაღაც პარლამენტში არ მინახავს. ოპოზიციონერებმა, ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამდენმა ადამიანმა, თავიანთი მაგიდაზე ახტომებით და ჩამოხტომებით და ა.შ.

პროტესტი, რა თქმა უნდა, მისაღებია, თუნდაც სურათებით დადგომაში მე პრობლემას ვერ ვხედავ, მესმის, მით უმეტეს ჟურნალისტებისგან – მათი კოლეგა გარდაიცვალა და მე ძალიან კარგად მესმის ეს და ძალიან მძიმეა, თუმცა ეს მაგიდაზე ახტომები და ჩამოხტომები…

და რატომ არ დავრჩი მე იქ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. იქ არის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, უნდა გავაგრძელო კითხვებზე პასუხის გაცემა თუ უნდა დავტოვო და გადაიდოს პროცესი. სხდომა გადაიდო და მე სად დავრჩებოდი, გარეთ ხომ არც დავდგებოდი და მოვუყვებოდი ამ ადამიანებს,”-განაცხადა მინისტრმა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება