fbpx



სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 2007 ან 2008 წლებში-ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული ჯარი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე იყო 2007 ან 2008 წლებში.

მინისტრის თქმით, სტრატეგიული პარტნიორების შეფასებით, ქართველი სამხედროების მომზადების დონე თითქმის, ორჯერაა გაზრდილი.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 2007 ან 2008 წლებში.

ამას მე, როგორც თავდაცვის მინისტრი ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატების, ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების, მეგობრების შეფასება, რომლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვენი ჯარის, ჩვენი სამხედროების მომზადების დონე თითქმის, ორჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი.

მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე წელია წარმატებით ვამზადებთ ჩვენს სამხედროებს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის დახმარებით, „ჯიდიარპის“ პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, წარმატებული მაგალითია ჩვენსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის.

ასევე მინდა გითხრათ, 2019 წლის ნოემბერში, როცა ოფიციალური ვიზიტით ვიყავი აშშ-ში, ხელი მოვაწერე ამ პროგრამის 3 წლით გახანგრძლივებას, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მეტად მოვამზადოთ ჩვენი ჯარი და ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, ჩვენ გვექნება სრული თავისუფლება და იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ თვითონვე ყოველგვარი დახმარებისა და მსხვილი ინსტრუქტორების გარეშე, გავაგრძელოთ ჩვენი ჯარის და ბატალიონის მომზადება.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია