ასპინძის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე სოფლებამდე მისასვლელი გზები. იყრება ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის, გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია სოფლების – ორგორის, საყუდაბლის, ძველის, ჭობარეთის, დამალას, ოთის, ხიზაბავრას, ტოლოშის და აწყვიტას მიმართულებით.
სამუშაოები საჭიროებისამებრ გრძელდება დანარჩენ სოფლებშიც.
