fbpx

სოხუმი ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარებაზე უარს ამბობს

კუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ შეთავბაზებულ დახმარებას ეხმიანება.

როგორც  სერგეი შამბამ განაცხადა, სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება. ამის შესახებ სერგეი შამბამ sova news-თან საუბარში განაცხადა.

„ასეთი საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები ხანძარს უმკლავდებიან ”, – განაცხადა შამბამ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას პირველივე დღიდან სთავაზობს

შეგახსენებთ, თავდაპირველად ხანძარი იყო გალში, სადაც საცხოვრებელი სახლები დაიწვა და მოსახლეობის ევაკუირება მოხდა. შენმდეგ კი ხანძარი გაგრაში გაჩნდა, რომელიც საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება