fbpx

სოციალური ქსელების მეშვეობით ძირგამომთხრელი პროცესი უფრო თვალსაჩინოა ჩვენთვის-დავით ქართველშვილი

მართალია, საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსის მაძიებლობის მოწინააღმდეგეთა “ძრომიალი” სხვადასხვა ევროპულ პლატფორმებზე იმდენად გამჭირვალე არაა ჩვენთვის – საქართველოს ევროპული გზის გულშემატკივრებისთვის – ამის შესახებ მაინც მოგვდის გამაოგნებელი და სამარცხვინო ინფორმაციები. მაგრამ სოციალური ქსელების მეშვეობით ეს ძირგამომთხრელი პროცესი უფრო თვალსაჩინოა ჩვენთვის. გაშმაგებული ენთუზიაზმით, ჯოჯოხეთური “და-ჰა-ჰა-ვებით” ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებაზე მყოფნი ეს კოლექტიური “პავლიკ მოროზოვები” ისეთი ძალისხმევით ხერხავენ საკუთარ მკვებავ ტოტს – რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია – რომ მათ შეურაცხადობაში არანაირი ეჭვი აღარ გეპარება.ე.წ. პარტიებს რომ დავანებოთ თავი – მათი “ახალგაზრდული მოძრაობები”, ომბუდსმენის მიერ მკვებავი “დაჯგუფებები”, არასამთავრობო სექტორის უმეტესი ნაწილი, ე.წ. მედიასაშუალებები, ტროლების, ბოტების არმია – დღეს დასდევს ნებისმიერ პოსტს თუ კომენტარს, რომელიც ეხება საქართველოს EU-ს შემადგენლობაში გაწევრიანების მისწრაფებას – დედის გინებით, დაცინვით, “და-ჰა-ჰა-ვებით”, გადაკარგული რუსული სოფლის დისკოტეკის საუკეთესო ტრადიციებში, სადაც ყოველ ჯერზე ცდილობენ ინტელექტს თავზე ცარიელი არყის ბოთლი გადაამტვრიონ.ან რა აზრი აქვს ამ “быдло”-სთან ოპონირებას ან დებატებს – ბულგაკოვის ნაწარმოების ცნობილი გმირის, შვონდერის ამალასავით რომ დაეთრევიან ევროპული გეზის მიმდევართა კედლებსა და სტატუსებზე და “ინტერნაციონალის” ბღავილით ცდილობენ დასავლეთის დარწმუნებას რომ იქ, სადაც მსგავსი “быдло” დღეს საქართველოში “ბომონდს” წარმოადგენს – ამ ქვეყნის ადგილი EU-ს რიგებში არაა. სულ ცოტა ხანში უამრავ კითხვას გაეცემა პასუხი – მოთმინებით აღვივსოთ!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია