,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრები მიმდინარეობს


დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბ
გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ
ზვარეთისა და ქვემო ბოლნისის მაცხოვრებლებს შეხვდა და სოფლის წინაშე არსებული
საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ შეხვედრას სამხედრო
აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების
უფროსი, ზურაბ მამულაშვილი ესწრებოდა, რომელმაც საზოგადოებას წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნო.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ბუბა გობეჯიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან ერთად 45 სოფელსა და 2 დაბაში გამართავს.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დღეს სოფელ ზვარეთისა და ქვემო
ბოლნისის მაცხოვრებლებთან შეხვედრა გავმართეთ.
უმეტესწილად, ადგილობრივმა მოსახლეობამ ადგილზე უკეთ იცის, თუ რა საჭიროებებია
მათთვის პრიორიტეტული. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან
კონსულტაციითა და კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით შეირჩევა.
ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს პროექტების განსახილველად ჩვენი
მუნიციპალიტეტისათვის 714 000 ლარი გამოიყო, თუმცა, საჭიროების მიხედვით,
მუნიციპალიტეტის მერია პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით
განახორციელებს,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის
შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება