fbpx

სოფელ ხატისოფელში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზისმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ხატისოფელში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის
მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა
გობეჯიშვილთან ერთად, სოფელ ხატისოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ
სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ხატისოფელში, სოფლის შესასვლელიდან წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე
მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების
შემდეგ, სოფელში ჯამში 1080 გრძივი მეტრის გზა გაკეთდება. მათ შორის, სოფლის
შესასვლელიდან ძველ სკოლამდე 600 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა დაიგება.
ტაძრამდე მისასვლელი მონაკვეთი 480 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით
მოიკირწყლება.
ინფრასტრუქტურული პროექტის მთლიანი ღირებულება 585 500 ლარს შეადგენს და
სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და
ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
“მოსახლეობასთან შეთანხმებით, სოფელ ხატისოფელში წმინდა გიორგის სახელობის
ისტორიულ ტაძრამდე მისასვლელი გზის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს ქვემო ქართლის ტურისტულ
ცენტრად იქცეს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ეს პოტენციალი მაქსიმალურად
გამოვიყენოთ. წმინდა გიორგის ტაძარს მომლოცველები მთელი საქართველოდან
სტუმრობენ და სულ მალე ეკლესიამდე მისვლა კომფორტული გახდება“, – განაცხადა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია