fbpx



სომხეთში საპროტესტო აქციაზე 252 მომიტინგე დააკავეს.

სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა მომიტინგეები დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო News.am-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აქციიის დროს, რომელიც ოპოზიციის ლიდერის გაგიკ ცარუკიანის მხარდამჭერად იმართება,  252 ადამიანია დაკავებული.

უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციის მოთხოვნას, რომ დაეცვათ სოციალური დისტანციის წესები და ამ გზით კორონავირუსის გავრცელების საშიშროება თავიდან აეცილებინათ, არ დაემორჩილნენ.

შეგახსენებთ, სომხეთში საპროტესო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის, კერძო ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. ოპოზიციის ლიდერის მხარდამჭერები აქციებს მართავენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია