fbpx

სოზარ სუბარი სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე: ისინი პოლიტიკური პარტიების გაგრძელებას წარმოადგენენ და ბუნებრივია, ვერ იქნებიან ობიექტურები

პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი 26 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აფასებს.

დეპუტატის თქმით, პოლიტიკური პარტიების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, ამავე პოლიტიკური პარტიის გაგრძელებაა და არჩევნებზე ობიექტური ვერ იქნება.

სოზარ სუბარის განმარტებით, მოსახლეობას აქვს 2020 წლის არჩევნების მაგალითი, სადაც წინასწარი შედეგები სწორედ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ გაყალბდა.

დეპუტატის თქმით, სანდო ვერ იქნება ის ორგანიზაციებიც, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოსახლეობას ხვდება.

„როდესაც პოლიტიკური პარტიები თვითონ აფუძნებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინი პოლიტიკური პარტიების გაგრძელებას წარმოადგენენ და ბუნებრივია, ვერ იქნებიან ობიექტურები. ჩვენ გვაქვს, სულ რაღაც, 4 წლის წინანდელი მაგალითი, როგორ გაყალბდა ხმების პარალელური დათვლა. ფასი ვერ ექნება ისეთი ორგანიზაციის ნათქვამს, როგორიც არის მაგალითად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ეკა გიგაურის ხელმძღვანელობით იმიტომ, რომ ის არის მიკერძოებული, დღესაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება