fbpx

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი დღეს მეორე მოსმენით მიღებული იქნება

„დარწმუნებული ვარ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი დღეს მეორე მოსმენით მიღებული იქნება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პარლამენტში ცდილობდა დებოშის მოწყობას, რაც არ გამოუვიდათ და ახლა ისინი ჩართულები არიან კანონის განხილვაში.

„დღესაც, ოპოზიცია არღვევდნენ კანონს და ცდილობდა დებოშის მოწყობას პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ზოგიერთი მათგანი გაძევებული იქნა სხდომათა დარბაზიდან, სხდომა ჩვეულებრივ, კონსტრუქციულთან მიახლოებულ ფარგლებში გაგრძელდა.

ოპოზიცია ჩართულია განხილვაში. მე როცა ვთქვი, კონსტრუქციული ვიგულისხმე, რომ კანონის ზღვარზე თამაშობენ, უბრალოდ ისინი კითხვებს აჟღერებენ არა შინაარსობრივს, არამედ ცდილობენ დრო გაწელონ და დღეს არ მოესწროს კანონის მეორე მოსმენით მიღება.

კანონის მიღება დღეს აუცილებლად მოესწრება, რადგან შალვა პაპუაშვილი ყველა იმ კითხვას, რომელიც არ ეხება კონკრეტულ მუხლს ხსნის შეკითხვის რეჟიმიდან. შევახსენებ საზოგადოებას, რომ კანონის მეორე მოსმენა გულისხმობს, რომ კონკრეტულ მუხლზე უნდა დაისვას კითხვა.

მე დარწმუნებული ვარ კანონი დღეს მეორე მოსმენით მიღებული იქნება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება