fbpx

სოზარ სუბარი: ბოდიში მოიხადეთ იმისთვის, რომ რუსული კანონი უწოდეთ გამჭვირვალობის კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიმინალი კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ ჟურნალისტს არ ვუპასუხებ

პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ფორმულას“ ჟურნალისტს ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდებს. დეპუტატის თქმით, კრიმინალი კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის ჟურნალისტი სიცრუეს ავრცელებს. სოზარ სუბარმა ჟურნალისტს კითხვის ფორმულირების გასწორებისა და ბოდიში მოხდისკენ მოუწოდა. კერძოდ, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა დეპუტატს დაუსვა კითხვა, რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე პირებთან განხორციელებული მუქარის ზარებთან დაკავშირებით, თუკი ამ ყველაფრის უკან არ დგას ხელისუფლება. „კითხვა დასვა ტელეკომპანია ფორმულამ, რომლის მფლობელი და დამფინანსებელიც არის კეზერაშვილი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, არის ძებნილი კრიმინალი და დღემდე ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. კითხვა არის თავისთავად ტყუილი. როცა კითხვის სხვაგვარ ფორმულირებას მოახდენთ და რუსულ კანონს ამოიღებთ, გიპასუხებთ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვა გაქვთ, დამისვით. ბოდიში მოიხადეთ იმისთვის, რომ რუსული კანონი უწოდეთ გამჭვირვალობის კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიმინალი კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ ჟურნალისტს არ ვუპასუხებ, იმიტომ რომ თქვენც ხართ იმ ჯარისა და იმ პენსიონერების მძარცველი, რომელსაც ძარცვავდა და ძარცვავს კეზერაშვილი. საქართველოს მოსახლეობის 81% მხარს უჭერს ამ კანონს. გადახედეთ 17 მაისს რამდენი ადამიანი იყო გამოსული. რატომ არ იყვნენ იქ ოპოზიციონერები და კეზერაშვილი?“- აღნიშნა სუბარმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება