სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილთან ერთად პატარა სპორტსმენს, ლუსი ტუხაშვილს ტალინის ღია პირველობის ჩემპიონობა მიულოცა

ლუსი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის თავისუფალი ჭიდაობის სექციის მოსწავლეა, რომელმაც თავისი შეუპოვარი ბრძოლითა და გამარჯვებით არაერთხელ გაგვახარა.

მადლობის ნიშნად, მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან მას 1000 ლარი, ხოლო მის პირად მწვრთნელს ჯონი ქვრივიშვილს 500 ლარი გადაეცათ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის გოგონათა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს – ბატონ ბესო გუჩაშვილს და ლუსის პირად მწვრთნელს ჯონი ქვრივიშვილს, პატარა სპორტსმენს კი უამრავ წარმატებას უსურვებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება