სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ წნორში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა! 327 მეტრზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, მიმდებარე ჩიხები და ეზოების შესასვლელები. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მასზე 333 600 ლარი დაიხარჯა. სოფელ ილიაწმინდაში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.პროექტი გასულ წელს დაიწყო. საპროექტო მონაკვეთის ჯამური სიგრძე 1416 მეტრია, რომელიც ასფალტო-ბეტონის დაგებას, სანიაღვრის, მიმდებარე ეზოების შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 558 000 ლარია.დღეის მდგომარეობით გზის გარკვეულ მონაკვეთზე დაგებულია ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი და მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.ძველი ანაგა-ტიბაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. დღეის მდგომარეობით 1120 მეტრის მანძილზე გზის საფარი უკვე დაგებულია.

პროექტი 3088 მეტრზე ცემენტო-ბეტონის დაგებას, სანიაღვრის და მიმდებარე ეზოების შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.

გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 280 822 ლარია.სოფელ საქობოში, ,,წმინდა ნინოს“ ქუჩის საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.

პროექტი 3 626 მეტრზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის დაგებას, სანიაღვრის, მიმდებარე ჩიხებისა და ეზოების შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ღირებულებაც 2 979 557 ლარია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება