fbpx

სიურპრიზებს არ ველოდები-გრიგოლ ლილუაშვილი

სიურპრიზებს არ ველოდები ,-ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ აპირებს ის თანამდებობის დატოვებას.

მან აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტში მისმა გამოსვლამ მოწონება დაიმსახურა.

“არაფერს ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში, სადაც ანგარიშვალდებული ვარ და ჩემი საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენ ხოლმე, მოწონება და შექება დავიმსახურეთ. ამიტომ, სიურპრიზებს არ ველოდები”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმები სწორედ იმ საკითხებს ეხება, რაზეც დღეს ისაუბრა.

“ჩემი მომავალი გეგმები უკავშირდება ზუსტად იმ საკითხებს, რასაც დღეს პარლამენტის წიაღში ვიხილავდით. არის დახურული და ღია თემები, თუმცა, ამ დახურულ სხდომაზე შევძელით მაქსიმალურად ყველა ინფორმაციაზე წვდომა ჰქონოდათ ჩვენს დეპუტატებს”,-განაცხადა ლილუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება