fbpx

სენაკის მერობის კანდიდატმა ვატანგ გადელიამ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ, საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელთან გია ადამიასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან –
საბა ოდიშარიასთან და ლევან კუპრეიშვილთან ერთად, ყვავილებით შეამკო
საქართველოს ეროვნული გმირების – ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენო
ადამიას და ნოდარ კანკიას ბიუსტები და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
,,გმირების ქალაქში კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის
უმძიმესი დღეები – აფხაზეთის ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა,
ომი, რომელსაც 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე
შეეწირა, 250 ათასზე მეტი ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
ჩვენი დროის გმირებმა, აფხაზეთში გმირული აღსრულებით, მომავალ თაობას
სამშობლოსთვის თავდადების შეუდარებელი მაგალითი მისცეს. ერთიანი
ძალისხმევითა და სწორი პოლიტიკით დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად
დავიბრუნებთ. გმირების ქალაქი მათ არასოდეს დაივიწყებს” – აღნიშნა სენაკის
მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება