fbpx

სემეკი შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის პრინციპს განმარტავს

სემეკი შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის პრინციპს განმარტავს

ზოგიერთი პირის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განმარტავს, რომ შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაანგარიშება მოხდება მაისში მოქმედი ტარიფით.  

არსებული რეგულაციების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია ბუნებრივი გაზის მრიცხველის წაკითხვა და, შესაბამისად, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა განახორციელოს ყოველთვიურად, თვეში ერთხელ. კომპანია მრიცხველის წაკითხვას ახორციელებს მის მიერ განსაზღვრული აღრიცხვის ბლოკების შესაბამისად, (მაგალითად: 5 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით). იმ შემთხვევაში, როდესაც მრიცხველის წაკითხვის თარიღი არ მოიცავს ბუნებრივი გაზის მხოლოდ ახალი ტარიფის ამოქმედების პერიოდს, კომპანია ვალდებულია დარიცხვა განახორციელოს დღეების პროპორციულად, 2  პერიოდად,  – ახალი ტარიფის ამოქმედებამდე პერიოდი და ამოქმედების შემდეგ პერიოდი.

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ-ცენტრის ნომერზე 16 216, ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან. ასევე, სემეკთან დაკავშირება შესაძლებელია Facebook-ზე კომისიის ოფიციალური გვერდის საშუალებითაც.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება