საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულ
კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ვარკეთილაირის“ ბუნებრივი გაზის განაწილების
ლიცენზიის გაუქმების შესახებ იმსჯელა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს შპს
„თბილისი ენერჯის“ მიერ შპს „ვარკეთილაირის“ 100%-იანი წილის შეძენა და მთლიანი
აქტივის – გაზგამანაწილებელი ქსელისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის
საკუთრებაში გადატანა.
შპს „ვარკეთილაირის“ 18 200 აბონენტს შპს „თბილისი ენერჯი“ უწევს
მომსახურებას. აღნიშნულ აბონენტებზე ვრცელდება შპს „თბილისი ენერჯისთვის“
დადგენილი ტარიფები (53,971 თეთრი/კუბ.მ) ნაცვლად შპს „ვარკეთილაირისთვის“
დადგენილი ტარიფისა (57,061 თეთრი/კუბ.მ).
შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებდა ვარკეთილისა და პატარა ლილოს დასახლებებში.