fbpx

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საიდუმლო სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს რომ კანონით დადგენილ ფარგლებში ახდენდეს ლეგიტიმურ, კანონიერ მოსმენებს-ირაკლი ღარიბაშვილი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საიდუმლო სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში ახდენდეს ლეგიტიმურ, კანონიერ მოსმენებს და ეს არის ყველასთვის ცხადი, არაფერი დაფარული არ არის”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რაღაც 2 კვირის გამო არ უნდა დააზიანო შენი ქვეყნის იმიჯი და ინტერესები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საიდუმლო სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში ახდენდეს ლეგიტიმურ, კანონიერ მოსმენებს და ეს არის ყველასთვის ცხადი, არაფერი დაფარული არ არის. მთელი მსოფლიო ასე იმართება. ტყუილ- მართალი ერთმანეთშია აღრეული და რა არის და რა არა კანონიერი, ამის გარკვევას სჭირდება დახარისხება, ავთენტურობის შესწავლა, ექსპერტიზა და დრო. ვინაიდან იციან, რომ 2 კვირაში არჩევნებამდე ამას ვერ მოასწრებს მთელ მსოფლიოში ვერც ერთი ექსპერტიზა, ამაზე იყო გათვლა გაკეთებული, რომ რაღაც ერთგვარი შფოთვა შემოიტანეს საზოგადოებაში. ქვეყანას აზიანებს აჟიოტაჟი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით და არჩევნებისთვის არის შექმნილი. უნდა დადგინდეს, დამტკიცდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა და აშ.. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას. ასე რომ უნდა გაერკვიოს. სუს-ი, რა თქმა უნდა, აღკვეთავს, გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა. ზოგადად, მე მინდა შემდეგი ვთქვა, რომ არჩევნები ძალიან მალე დასრულება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთელი ეს ძალიან მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის, მთავრობის წინააღმდეგ, ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ. თუ ქვეყანა გიყვარს და უფრთხილდები შენს ქვეყანას, რაღაც 2 კვირის გამო არ უნდა დააზიანო შენი ქვეყნის იმიჯი და ინტერესები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია