fbpx

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა კავკასიის საკითხებში ახალი უფროსი მრჩეველი დანიშნა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დანიშნა ფილიპ რიკერი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ უფროს მრჩევლად კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში, ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

„მე ვნიშნავ ელჩ ფილიპ რიკერს კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად. ამ თანამდებობაზე ელჩი რიკერი იქნება ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე და წამყვანი მომლაპარაკებელი აშშ-ის დელეგაციისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ამ კრიტიკულ პერიოდში. “- ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

ბლინკენის თქმით, „რიკერი ორმხრივად ჩაერთვება თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე როლის ნაწილი, ხელს შეუწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ დიალოგს“.

მანამდე უფროსი მრჩევლის თანამდებობას ენდრიუ შოფერი იკავებდა. სახელმწიფო დეპარტამენტი შეცვლის მიზეზებს არ ავრცელებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება