fbpx

საშემოსავლო შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს – რა ინიციატივაზე იმსჯელებს პარლამენტი

საშემოსავლო შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა პარლამენტს მიმართა.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.

მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-ის ნაცვლად გახდეს 10%. ეს ცვლილება წინადადების ავტორის შეფასებით, ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის სტიმულირებას და ხელფასების მატებას. ამასთან, წინადადების მიხედვით, შესაძლოა, დასაქმებულებმა ხელფასი არა თვეში ერთხელ, არამედ თვეში ორჯერ – ორ კვირაში ერთხელ აიღონ.

მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება