აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში საკვებით ინტოქსიკაციით 8 პაციენტი შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები შეუძლოდ შაურმის ჭამის შემდეგ გახდნენ.
„112-ის დახმარებით კლინიკაში შემოყვანილია 8 ადამიანი. ინტოქსიკაციის ფაქტს ისინი შაურმის მიღებას უკავშირებენ. მათგან 2 არის პედიატრიული ასაკის და 6 მოზრდილი. 2 პაციენტი რჩება კლინიკაში, ხოლო დანარჩენები ეტაპობრივად ეწერებიან.
კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მიხედვით პაციენტების ჩივილები ერთმნიშვნელოვნად საკვებით ინტოქსიკაციას უკავშირდება“, – აღნიშნავს ექიმი
როგორც საშაურმე „რეტრო“-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მსგავსი შემთხვევა მათ ობიექტზე პირველია, ამიტომ უცნობია, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია.
ამ დროისთვის საშაურმეში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან და მოკვლევას აწარმოებე