fbpx

საღამო „თბილისური ეზო – ვაჟა-ფშაველა“

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში აუდიო-მუსიკალური

საღამო „თბილისური ეზო – ვაჟა-ფშაველა“ გაიმართება

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, დღეს, 20:00 საათზე, ჯანსუღ
კახიძის 10-ში, „არტარეისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, გაიმართება ვაჟა-
ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური
საღამო, „თბილისური ეზო – ვაჟა-ფშაველა“. ღონისძიებას დედაქალაქის მერის
მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება.
ღონისძიების შინაარსი თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტს მიუყვება, რომელიც,
ვაჟა-ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“
ეფუძნება. მუსიკალური ნაწილი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის
კომპოზიციებსა და ფილმის მუსიკაზეა აწყობილი. მუსიკას შეასრულებენ გიორგი
ცაგარელი, ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, Zagareli & Strings და საქართველოს
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები. საღამოს საუნდ დიზაინერია ნიკა
მაჩაიძე.
საღამოს გახსნის მოწვეული მოდერატორია ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ისაუბრებს
ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე.
სტუმრები ასევე მოისმენენ უცნობ და საინტერესო ბიოგრაფიულ ფაქტებს ვაჟა-
ფშაველაზე და ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც
ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური
სპონსორია საქართველოს ბანკი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება