fbpx

„საქართველო ცივილიზაციის თასი“ -დოკუმენტური ფილმი Channel 4-ზე

საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პოპულარულ გადაცემაში
„TREASURES OF THE WORLD“ 46 წუთიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. გადაცემის
წამყვანმა და ცნობილმა ისტორიკოსმა ბეთანი ჰიუზმა საქართველოში ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იმოგზაურა.
საქართველოს Channel 4-ის გადამღები ჯგუფი დიდ ბრიტანეთში საქართველოს
საელჩოს მხარდაჭერით ეწვია. კამპანიის ფარგლებში, ლონდონში “Royal Geographical
Society”-ში, საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ დოკუმენტური ფილმის –
“Treasures of Georgia” ჩვენებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობისა და
პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის
წარმომადგენლები.
დოკუმენტურ ფილმში ვარძია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სვანეთი, თბილისი,
იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, არქეოლოგიური მასალები,
 ქვეყნის კულტურულ საგანძური,  ციხე-კოშკები, ტაძრები და ქართული ანბანია
ნაჩვენები.
ფილმში ბეთანი ჰიუზმა მაყურებელს გააცნო ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ,
სვანური კოშკები, სვანეთის ეკლესიებში დაცული შუასაუკუნეების ხატები,
ვარძიაში მდებარე თამარის ფრესკა, ხერთვისის ციხე, ძველი თბილისის
არქიტექტურა და დმანისში აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ნიმუშები.
ფილმში წარმოდგენილი იყო ქვევრი, ქართული ღვინის წარმოების 8 ათასწლოვანი
ისტორია,  ქართული უნიკალური მუსიკა, პოლიფონიური სიმღერები და
კულინარიული ტრადიციები.
ბეთანი ჰიუზის გადაცემაში „TREASURES OF THE WORLD“  მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნის ისტორია და კულტურა არის წარმოდგენილი.  გადაცემათა ციკლი 2021
წლიდან მზადდება და პოპულარულია როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება